კრიმინალი

კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

metro.us

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ში ტაბულას განუცხადეს, რომ უწყებაში ამჟამად ამ  შემთხვევის დეტალებს სწავლობენ და მომხდარზე უფრო დეტალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

კომენტარები