საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქციას შესაძლოა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდეს

RFE/RL

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპროპტ6ესტი აქციას შეუერთდება.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის წინააღმდეგ 8 ნოემბერს „აფხაზთა ყრილობის" ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, აუცილებელია პოლიტიკური აქტიურობა რუსეთის ქმედებების წინააღდეგ და „საჭიროა შედგეს კონსულტაციები და დაფიქსირდეს ჩვენი ერთობა".

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განცხადებით, „ეს თემა არ უნდა ჩაიკეტოს პარტიებში, უნდა გახდეს ფართო მსჯელობის საგანი, მათ შორის სამოქალაქო საზოგაოდებისთვის".

„როდესაც მიმდინარეობს ანექსია, მივესალმები ნებისმერ მიდგომას საიმისოდ, რომ რადიკალურად დავაფიქსიროთ პროტესტი" - განაცხადა ევროპელი დემოკრატების ლიდერმა პაატა დავითაიამ. მის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, აქცია რომელი პარტიის მიერ იქნება დაანონსებული ან ორგანიზებული.

კომენტარები