აფხაზეთი

სოხუმი: რუსეთთან ხელშეკრულება საქართველოს აგრესიულობის გამო უნდა გაფორმდეს

travel-images.com

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების აუცილებლობას საქართველოს აგრესიული პოლიტიკა განაპირობებს, - ამის შესახებ აფხაზური რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინიტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

„ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან საქართველო აპირებს NATO-ში გაწევრიანებას, აშშ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწ წევრობას ლობირებს. NATO-ს მრავალი მაღალჩინოსანი საქართველოში ჩადის და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ არ ვიცით მათი შინაარსი, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი საკუთარ სტრუქტურასა და პირად შემადგენლობას NATO-ს წევრობისთვის ამზადებენ", - განაცხადა ჩირიკბამ.

მისი თქმით, ეს „აფხზეთისა და რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე იქნება" და ამ მხრივ მოსკოვისა და სოხუმის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ეს ამგვარი ხელშეკრულების აუცილებლობას განაპირობებს. საქართველო რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ყოფილიყო, ასეთი ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების აუცილებლობა არ იქნებოდა", - განაცხადა ჩირიკბამ.

როგორც რამდენიმე დღის წინ აფხაზური რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რუსეთს მიერ შემოთავაზებული „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების ყველა დებულება სოხუმისთვის მისაღები არ არის და აფხაზური ხელსუფლება დოკუმენტის შესახებ მსჯელობას და საკუთარი შენიშვნების მომზადებას გეგმავს.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას ერთობლივი რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფება რუსეთის ხელმძღვანელობთ, გაუქმდეს სახელმწიფო საზღვარი ფსოუზე, ხოლო ენგურზე, პორტებსა და აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი ფუნქციები რუსეთს უდნა გადაეცეს. აფხაზურმა ხელისუფლებამ ასვე საკუთარი კანონმდებლობა რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. სანაცვლოდ კი აფხაზეთში მცხოვრებნი რუსეთისგან სოციალურ გარანტიებს მიიღებენ.

კომენტარები