ქართული ოცნება

კოალიციის პოლიტსაბჭოზე ოჯახურ ძალადობასა და საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელეს

მთავარი განსახილველი საკითხები კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ საგარეო პოლიტიკაში გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საბჭომ ოჯახური ძალადობის წინაამდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების თაობაზე იმსჯელა. გარდა ამისა, მისი თქმით, განიხილეს ასევე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები, „რომლებიც მიზნად ისახავს პროაქტიური და აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოებას".

ჩიქოვანის თქმით, საბჭოზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 27 ოქტომბერს მთავრობა ორი წლის მუშაობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენს.

დეპუტატის თქმით, 28 ოქტომბერს დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია.

კომენტარები