მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილმა უკვე გააუქმა საარჩევნო სისტემა

ხალხის ნდობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ მთლიანად ჩამოიშალა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაგრამ, მისი თქმით, „დღეს არ არის ისეთი სიტუცია, რომ ჩვეულებრივი არჩევნები ჩატარდეს".

„ხშირად გამიგია, არა უშავს, რაც არის არის, 2016 წელს წყნარად ამათ შევცვლით... ივანიშვილმა უკვე გააუქმა საარჩევნო სისტემა საქართველოში, მას მიაჩნია რომ საქართველო "დააპრივატა" და მეტი საქმე არა აქვს, რომ ვინმეს არჩევნების გზით რამე გადააბაროს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ის ამას დაუშვებს", - განაცხადა სააკაშვილიმა.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, შექმნილ ვითარებაში „ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ვერ გააკეთებს საქმეს, რადგან კლასიკური თამაშის წესები საქართველოში აღარ არის, არის მცდელობა პროვინციული დიქტატურა დამყარდეს".

სააკაშვილის თქმით, ამ რეალობაში თითოეული პოლიტიკური პარტია ხალხს უდნა დაუდგეს გვერდში.

მისი აზრით, ივანიშვილის ფორმალურად თანამდებობიდან გადაგომის ერთ-ერთი მიზანი მომავალ რეპრესიებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო და იგი ძალაუფლებას „არაფრის ძალით არ დათმობს". მან ყოფილი პრემიერი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს შეადარა.

„სამი ადამიანი მაგონებს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვისაც შევხვედრივარ პოლიტიკაში - იანუკოვიჩი, ასლან აბაშიძე და ივანიშვილი. გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს... ამათთვის (ხელსუფლებისთვის) პრობლემა არის მაიდანი, ისინი იძახიან, რომ მაიდანის მოწყობა უნდათო,. ე. ი. საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ პრორუს იანუკოვიჩთან და მის ბანდასთან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამავე დროს, მისი თმით, არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდება. „ყველაზე მეტად, რაც რუსეთს უნდა საქართველოში, ეს არის ძალადობა, უნდათ, ვიღაცამ გაისროლოს. ეს არის ის, რაც არ უნდა დავუშვათ ნებისმიერ ფასად, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მის თქმით საქართველოს გადარჩენა „ახალ თაობაში და ახალ ენერგიაშია".

კომენტარები