სახელმწიფო შესყიდვები

დანელია IPHONE 6-ზე: ძალიან უცნაურად მოხდა თემის ესკალაცია

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

"ძალიან უცნაურად მოხდა თემის ესკალაცია, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და დანელიას აიფონი გახდა სალაპარაკო თემა", - ასეთი კომენტარი გააკეთა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მის მიერ ბიუჯეტის თანხებიდან უახლესი მოდელის აიფონის შეძენასთან დაკავშირებით.

მინისტრის აზრით, მის მიერ ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი ტელეფონის საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული.

„მე მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, სულ სხვა ინტერესები დგას, ვერ გეტყვით ვისი, მაგრამ თემა არის უსუსური და არ შეიძლება ამ თემაზე ყოფილიყო მიმართული მთელი კომუნიკაციის ვექტორი. ეს არის ნივთი, რომელსაც ყიდულობენ სამინისტროები. ყოველთვის ყიდულობდნენ, ყიდულობენ და ხვალაც იყიდიან ტელეფონს, კომპიუტერს, პრინტერს. ეს არის ჩვეულებრივი ინვენტარი, რომელიც აუცილებელია სამუშაოდ",-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მისი ტელეფონი დაზიანდა, თანაც „დროის 60-70 პროცენტს არ ატარებს ოფისში" და შესაბამისად, „სწორი კომუნიკაცია" სჭირდება. მან დაადასტურა, რომ ამ შესყიდვის გასაჯაროებსი სემდეგ ტელეფონის ღირებულება საკუთარი სახსრებთ დაფარა. 

შეგახსებებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოთარ დანელიასთვის 1739 ლარად ღირებული Iphone-6 15 ოქტომბერს შეიძინა.

კომენტარები