ამერიკელი ლობისტები

მთავრობამ ლობისტურ კომპანიას 4 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა

radiotavisupleba.ge

ერთ წელიწადსა და 9 თვეში მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტური კომპანიის მომსახურებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს გადაცემა პოსტკრიპტუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომელმაც ოპოზიციის მიერ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა.

ამ დოკუმენტის თანახმად, ხელსუფლებამ საკონსულტაციო მომსახურება კომპანია Patton Boggs-ს შეუკვეთა, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ქართული ოცნების ინტერესებს ლობირებდა. პოსტსკრიპტუმის ინფორმაციით, იგივე კომპანია აშშ-ში ლობიტურ მომსახურებას რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გაზპრომნეფტს და როსნეფტს უწევს.

Patton Boggs-სთან კონტრაქტის არსებობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა. მის თქმით, „ეს არის კომპანია, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და საკმაოდ კარგ მომსახურებას გვთავაზობს იმ ფასში, რა ფასის გადახდაც არის გათვალისწინებული".

კომენტარები