საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

პირველადი მონაცემებით პოროშენკოს ბლოკი და იაცენიუკის პარტია ლიდერობენ

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით პეტრო პოროშენკოს ბლოკი და არსენი იაცენიუკის პარტია ეროვნული ფრონტი ლიდერობს. ამ დროისთვის ბიულეტენების 27%-ია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, ეროვნულმა ფრონტმა ხმათა 21.67%, ხოლო პოროშენკოს ბლოკმა 21.63% მიიღეს. პირველადი მონაცემებით ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოროშენკოს ბლოკი - 21.63%

სახალხო ფრონტი - 21.67%

სამოპომიჩი - 10. 66%

ოპოზიციური ბლოკი - 9.64%

ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია - 7.58%

პარტია ბატკივშჩინა - 5.83%

პარტია სვობოდა - 4.61%

კომუნისტური პარტია - 3.89%

სამოქალაქო პოზიცია - 3.15%

სილნა უკრაინა - 3.11%

ამომრჩეველთა აქტივობამ 52.45% შეადგინა. არჩევნებში მონაწილება ვერ მიიღო დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის მოსახლეობამ. ამ მიზეზით რადაში 450-ის ნაცვლად 423 დეპუტატი შევა.

კომენტარები