პრემიერის ანგარიში

ბოკერია: ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული, რა პრობლემების წინაშეა ქვეყანა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები. ბოკერია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შესთავაზა

„რაღაც მოგონებები, საუბარი ავტონომიაზე. არანაირი ხედვა მომავლის, არანაირი გაცნობიერება იმ გამოწვევების, რომელიც გვაქვს დღეს რუსეთის ფედერაციისგან, ისევ თითის გაშვერა წინა ხელისუფლებაზე, გამეორება იმ დაბალანსებული ე.წ. პოლიტიკის, რომელიც არის პირფერობა უბრალოდ ოკუპანტთან და რომელმაც ზიანის გარდა არაფერი მოგვიტანა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული, რა პრობლემების წინაშეა საქართველო“, - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები