საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში

საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება 2014 წლის 26 ოქტომბერს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

"სამწუხაროა, რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მიეცა საშუალება აღესრულებინა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. ქართული მხარე პატივს სცემს უკრაინელი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთობას და ევროპულ მომავალს და წარმატებას უსურვებს უკრაინის მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს და სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის, როგორც ჭეშმარიტად ევროპული ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ბლოკი და არსენი იაცენიუკის პარტია ეროვნული ფრონტი ლიდერობს. 

კომენტარები