მედია

მაესტროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ, დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: Diana Trapaidze/Facebook.com

ტელეკომპანია მაესტროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა სუბიექტური აზრის თანაწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია დატოვა. ჟურნალისტი მაესტროდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა, გადაცემის პროდიუსერის ირაკლი აბსანძის ინფორმაციით, ტრაპაიძემ ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. აბსანძის თქმითვე, თავად მას და თეონა გეგელიას ჯერ განცხადება არ დაუწერიათ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დიანა ტრაპაიძის გარეშე სუბიექტური აზრი ეთერში ვერ გავა, ისე როგორც გადიოდა.

"ჩვენ ჯერ განცხადება არ დაგვიწერია, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ერთადერთი ის ვიცით, რომ დიანას გარეშე გადაცემა ეთერში ვერ გავა", - ამბობს აბსანძე ნეტგაზეთთან საუბარში.

დიანა ტრაპაიძის მაესტროდან წასვლას ჟურნალისტი თეონა გეგელია facebook-ში გამოეხმაურა. მისი თქმით, თავისუფლება არ არის საკმარისი პირობა მედიაორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

"ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან, არამედ უწესო, უნიჭო, უცოდინარი და არაკომპეტენტური მმართველებისგანაც. ჩვენ გვინდოდა მაესტროში მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, ძალიან", - აღნიშნავს გოგელია.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია მაესტრო კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე ოპერატორებმა დატოვეს. ჟიჟილაშვილთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია მაესტრო ცხრიანის წამყვანმა ვახო სანაიამაც დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები