ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის რეიტინგი შემცირდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი, უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ, პირველად შემცირდა. ლევადა ცენტრის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინისთვის ხმის მიცემის სურვილი სექტემბრის თვეში გამოკითხულთა 49%-მა გამოთქვა. მაშინ, როდესაც აგვისტოში მის მხარდამჭერთა რიცხვი 57%-ს შეადგენდა. ამავე დროს, პუტინის პოპულარობამ, იმ გამოკითხულებს შორის, ვინც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, 83% შეადგინა, რაც წინანდელ მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია. 

ლევადა ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი გრაჟდანკინი აცხადებს, რომ რეიტინგი მუდმივად პიკზე ვერ იქნება და მისი დაცემა ბუნებრივია. თუმცა, მისი თქმით, რეიტინგის კლების მდგრად ტენდენციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

კომენტარები