საბანკო სექტორი

შვედეთში ნაღდი ფულის ელექტრონული ტრანზაქციებით ჩანაცვლებამ კრიმინალი შეამცირა

შვედეთის დედოფალი სილვია და მეფე კარლ გუსტავ XVI
Daily Mail

დღესდღეობით, ნაღდი ფული - ბანკნოტები და მონეტები შვედეთის ეკონომიკის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. შვედეთის ბანკირთა ასოციაციამ აღნიშნა, რომ ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკის შევიწროებამ კრიმინალიც შეამცირა. 

შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენების შემცირება შესამჩნევია ისეთ ადგილებში, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც თითქმის შეუძლებელია ნაღდი ფულით ბილეთის ყიდვა. ზოგიერთი ეკლესიაც კი შესაწირს ელექტრონული ფორმით იღებს, - წერს AP. 

შვედეთი ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1661 წელს ბაზარზე ბანკნოტის ცნება შემოიტანა. 

კომენტარები