ტურიზმი

ბათუმში 2015 წელს პრემიუმ კლასის სასტუმრო Crowne Plaza გაიხსნება

ბათუმი
თაზო კუპრეიშვილი

ბათუმში 2015 წელს ახალი 173-ნომრიანი სასტუმრო Crowne Plaza გაიხსნება. ახალ სასტუმროს ქართული სასტუმროების ბაზრის მსხვილი მოთამაშე Adjara Group Hospitality ააშენებს.

Adjara Group Hospitality ბათუმში თავდაპირველად Holiday Inn-ის აშენებას გეგმავდა, თუმცა კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, უფრო მაღალი კლასის სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის Holiday Inn სხვა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამიტომაც ახალი სასტუმროს ბრენდი Holiday Inn-თან შედარებით უფრო მაღალი კლასის იქნება. 

Adjara Group Hospitality-ის წარმომადგენლის თქმით, საერთაშორისო დამსვენებლების მიღებასთან ერთად, ახალი სასტუმროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ბიზნესკონფერენციების მასპინძლობა იქნება.

Adjara Group Hospitality 2016 წელს თბილისში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო InterContinental-ს გახსნის, რომელშიც 200-ზე მეტი ნომერი იქნება. 

Adjara Group Hospitality-ის კუთვნილი სასტუმროები Holiday Inn და Crowne Plaza InterContinental Hotels Group-ის ბრენდებია. Adjara Group Hospitality ასევე Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kazbegi-ის მფლობელია. 

კომენტარები