კოსმოსი

NASA-ს რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა

რაკეტა აფრენიდან 6 წამში აფეთქდა
NASA

უპილოტო რაკეტა ანტარესი, რომელსაც კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ასტრონავტებისათვის ექსპერიმენტებისათვის საჭირო მარაგი მიჰქონდა, საქართველოს დროით დაახლოებით დილის 3 საათზე, გაშვებისთანავე აფეთქდა. ანტარესის გაშვება ვირჯინიის სანაპიროდან იყო დაგეგმილი და მას პირდაპირ ეთერში დაინტერესებული მაყურებლებიც აკვირდებოდნენ. 

რაკეტა გაშვებიდან 6 წამში აფეთქდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამინდის პირობები იდეალური იყო, რაკეტას კი ტექნიკური გაუმართაობა არ უფიქსირდებოდა.

კომენტარები