ბორის ბრეჟა საქართველოში

საქართველოში პროექტ ფორმულა 51-ის ფარგლებში გერმანელი დიჯეი ბორის ბრეჟა ჩამოვა

2014 წლის პირველ ნოემბერს, პროექტ ფორმულა 51-ის ფარგლებში, საქართველოში გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, High-Tech Minimal-ის შემქმნელი ბორის ბრეჟა (Boris Brejcha) ჩამოდის.

ბორის ბრეჟა პირველ ნოემბერს, თბილისში ახალი კლუბის, ფორმულა 51-ის გახსნაზე დაუკრავს და ქართველ მსმენელს ორსაათიან სეტს შესთავაზებს. გერმანელ შემსრულებელთან ერთად სტუმრებს ქართველი დიჯეების Vako T, Greenbeam & Leon და Gio Shengelia\Tomma მოსმენა შეეძლებათ. 

ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოთეატრ რუსთაველში, კაფე დისქავერიში, ფორმულა 51-ში და ვებგვერდზე www.swoop.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.facebook.com/formula51club

კომენტარები