31 ოქტომბერს BASSIANI ბრუნდება

facebook.com/bassiani

BASSIANI ღონისძიებების ციკლია, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული მუსიკის საღამოები, მასტერკლასები და გამოფენები გაიმართება. 31 ოქტომბერს ბუდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, Rike Warehouse-ში BASSIANI უკვე მეორედ უმასპინძლებს უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს.

BASSIAN-ზე ქართველ არტისტებთან ZURKIN და HVL-თან ერთად VIRGINIA და PORTABLE დაუკრავენ. VIRGINIA ბერლინის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის ბერგჰაინის /პანორამა ბარის ხშირი სტუმარი და ლეიბლ Ostgut Ton-ის ოჯახის წევრია. PORTABLE წარმოშობით სამხრეთაფრიკელი მუსიკოსია, რომელიც დღეს ბერლინში მოღვაწეობს. მისი რომელიმე კონკრეტული ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოქცევა შეუძლებელია. PORTABLE (იგივე Bodycode) თავისი მრავალფეროვნებით წლებია აქტუალობას არ კარგავს და ის ქართველ მსმენელს თავის ლაივ პერფორმანსს შესთავაზებს. ის ისევე, როგორც Virginia, საკუთარ ტრეკებს ვოკალითაც თავად აფორმებს.

პირველი BASSIANI-ის შემდეგ, რომელიც მთლიანად თანამედროვე Techno ვარსკვლავებს დაეთმო, 31 ოქტომბერს მსმენელს Deep House და შედარებით მსუბუქი მელოდიების მოსმენა ელოდება.

31 ოქტომბრის საღამოსთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი ფასი 15 ლარია. ბილეთების შესაძენად უნდა დაუმეგობრდეთ BASSIANI-ს ოფიციალურ FACEBOOK გვერდს, შემდეგ კი ბილეთი იყიდოთ ლიტ.კაფე-ში (გამსახურდიას გამზირი N31).

ბილეთები ასევე გაიყიდება წვეულების საღამოსაც. ადგილზე ბილეთის ფასი 20 ლარი იქნება.

კომენტარები