სახალხო დამცველის განცხადება

ნანუაშვილი: ფსიქოლოგთან შეხვედრის ჩაწერა მოსწავლის პირადი სივრცის დარღვევაა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რათა შეისწავლონ, რამდენად მიზანშეწონილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლის კონსულტირების პროცესის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა, მასალის შენახვა და შემდგომ გამოყენება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოლოგიური ცენტრი ფსიქოლოგიურ მომსახურებას 6–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს უწევს. ამ მომსახურების განხორციელება ვიდეოკამერით აღჭურვილ ოთახში იგეგმება, რაც არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის შეხვედრების დროს ვიდეოს გადაღების, შენახვისა და დამუშავების საფუძველი გახდება.

სახალხო დამცველის აზრით, მსგავსი პროცესის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა არასრულწლოვანის პირადი სივრცით დაცულ სფეროში არამართლზომიერი და დაუსაბუთებელი ჩარევაა, ეს კი სახელმწიფოს მიმართ მოქმედი ნეგატიური ვალდებულების დარღვევის საფრთხედ შეიძლება იქცეს.

კომენტარები