NATO-რუსეთის ურთიერთობა

ლატვია: NATO-ს თვითმფრინავებმა რუსული გამანადგურებლები გადაიტაცეს

0 კომენტარი
ფოტო: Burhan Ozbilici / AP Photo

NATO-ს სამხედრო თვითმფრინავებმა ლატვიის საზღვართან მოახლოებული შვიდი რუსული გამანადგურებელი და ბომბდამშენი გადაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის არმიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ლატვიის არმიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში განთავსებულმა NATO-ს F-16 ტიპის გამანადგურებლებელ-გადამტაცმა თვითმფრინავებმა, რომლებიც ბალტიის ცას აკონტროლებენ, ორი რუსული Su-24, მოგვიანებით კი დამატებით ხუთი გამანადგურებელი და ბომბდამშენი - ორი Su-24, ორი MiG-31 და Su-27  გადაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე, ესტონეთმა და ფინეთმა რამდენჯერმე გააპროტესტეს რუსეთის მიერ მათი საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევა. ოქტომბრის პირველ ნახევარში შვედეთმა ცივი ომის შემდგომ საზღვაო ძალების ყველაზე დიდი მობილიზაცია მოაწყო, როდესაც სტოქჰოლმის არქიპელაგის მახლობლად უცხო წყალქვეშა ობიექტების აქტიურობა შენიშნა.

სექტემბრის დასაწყისში ესტონეთმა რუსეთი ესტონელი უშიშროების ოფიცრის იარაღის მუქარით მოიტაცებასა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანაში დაადანაშაულა.

19 სექტემბერს კი რუსეთმა ლიტვური თევზსაჭერი გემი დააკავა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის თქმთ, გემი სახელად „იუროს ვილკასი" რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის საბაბით დააკავეს, თუმცა ის დაკავების დროს ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა.

რუსეთმა აშშ-სა და ევროპის მიერ მის წინააღმდეგ უკრაინაში კრიზისის ხელშეწყობის ბრალდებასთან ერთად ბალტიის ქვეყნების ბრალდებებიც უარყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები