კრიზისი უკრაინაში

უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებები გრძელდება

მოლაპარაკებები ბრიუსელში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება მხარეებს არ გაუფორმებიათ.

ამავე დროს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია გაზის ფასის, დავალიანების რესტრუქტურიზაციის და წინასწარი გადახდის წესის შესახებ. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება. როგორც რამდენიმე დღის წინ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში განაცხადა, რუსული გაზის ფასი უკრაინისთვის ათას კუბურ მეტრში 385 დოლარით განისაზღვრება. უკრაინისთვის რუსული გაზის მოწოდებაზე ევროპისთვის მიწოდებაც არის დამოკიდებული.

კომენტარები