თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

სოხუმმა ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკუთარი ვარიანტი შეიმუშავა

აფხაზურის წყაროების ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა რუსეთთან გასაფორმებელი ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების საკუთარი ვერსია შეიმუშავა. მისი ტექსტი აფხაზურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობას აშუქებს. ამ ტექსტის თანახმად, ხელშეკრულების პროექტიდან ამოღებულია ის მუხლები, რომლებმაც სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია. კერძოდ, საერთო სამხედრო დაჯგუფებაში არა ყველა აფხაზური სამხედრო ფორმირება, არამედ მათი ნაწილი უნდა შევიდეს.

სოხუმის რეჟიმის შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რუსული საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არის გათვალისწინებული. ასევე ამოღებულია რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური მოქალაქეობის და, შესაბამისად, უძრავი ქონების ფლობის უფლების  გამარტივებულად გაცემის პირობა. სამაგიეროდ, ხელშეკრულების აფხაზური ვარიანტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ მრავალი სფეროს დაფინანსებას და აფხაზეთის მცხოვრებთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას. 

კომენტარები