APPLE

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა აღიარა, რომ გეია

valleywag.gawker.com

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა დღეს Businessweek-ში სტატია "ვამაყობ, რომ გეი ვარ" გამოაქვეყნა. სტატიაში კუკი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს, მისი თქმით, განსხვავებულმა ორიენტაციამ მას საშუალება მისცა, სამყარო უმცირესობის პოზიციიდან შეეფასებინა და საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა დაენახა.

ტიმ კუკი გასული წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს შტატების კანონმდებლობიდან ისეთი პუნქტების ამოღებას, რომლებიც დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა, თანაშრომლები დისკრიმინაციის შემცველი მოტივებით გაეთავისუფლებინათ. კუკის თქმით, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოები კვლავ არასათანადოდ მუშაობენ.

კუკის თქმით, მას დისკრიმინაცია საკუთარ თავზეც გამოუცდია, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის სათავეში მოხვედრილიყო.

ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი 2011 წელს, სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გახდა.

კომენტარები