ე.წ. გასაღების თემა

მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების საბოლოო ვადა შესაძლოა შეიცვალოს და არა 1 ნოემბერი, არამედ 2015 წლის 1 აპრილი გახდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი შალვა შავგულიძეა. მისი განმარტებით, ე.წ. გასაღების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა და საბოლოო გადაწყეტილებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო.
შავგულიძის ინიციატივა დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობდნენ. ისინი შავგულიძის ინიციატივას არ ეთანხმებიან და მას გაუგებარს უწოდებენ. 

საკითხის განხილვა პარლამენტში ხმაურიანად მიმდინარეობდა. ინიციატივის მომხრეა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო წინააღმდეგ გამოდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ზურაბ აბაშიძე და ანი მიროტაძე. „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წევრი, ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების საბოლოო ვადის გადაწევა იმ უწყებების ხისტი პოზიციის გამო მოხდა, რომლებიც ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებას ემხრობიან. თავად გოგუაძე ამის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ გასაღები შსს-დან აუცილებლად უნდა გამოვიდეს

კომენტარები