კრიმინალი

სოფელ სამებაში ახალგაზრდა ქალი კარადაში ჩამომხრჩვალი იპოვეს

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ სამებაში ახალგაზრდა ქალი კარადაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ქალი სამი შვილის დედა იყო. გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მისი თქმით, კონფლიქტი 5 წელს გრძელდებოდა და ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. სამართალდამცავები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

კომენტარები