NATO

რუსეთის საჰაერო აქტიურობის საპასუხოდ NATO საკუთარ ძალებს გააძლიერებს

NATO გაზრდის საკუთარ მზადყოფნას და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გენერალური მდივნის თქმით, ბოლო დღეებში ალიანსის გარშემო რუსეთის საჰაერო ძალების აქტიურობის საპასუხოდ, NATO საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაზე იზრუნებს და საჰაერო პატრულირებას გააძლიერებს.

კომენტარი რუსეთის საჰაერო ძალების აქტიურობაზე გერმანის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა. მისი თქმით, ევროპაში რუსი სამხედროების აქტიურობა აშკარად გაიზარდა, თუმცა მას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ აშფოთებს, რადგან ალიანსის საჰაერო სივრცის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.  

29-30 ოქტომბერს, NATO-ს მონაცემებით, ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცეს ბალტიის, შავი ზღვი და ჩრდილოეთის ზღვების მიმართულებით 24-ზე მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავისგან შემდგარი 4 ჯგუფი მიუახლოვდა. რის შემდეგაც ალიანსის საჰაერო ძალებს გადამჭერი ოპერაციის ჩატარება მოუხდათ.

კომენტარები