ჰელოუინი

საფრანგეთის პატარა ქალაქმა ერთი თვით ჯამბაზის ფორმა აკრძალა

q104kc.com

საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ჯამბაზის ნიღაბი და ტანსაცმელი აიკრძალა. აკრძალვა ჰელოუინის დღესასწაულიდან ნოემბრის ბოლომდე იმოქმედებს.

ქალაქი ვანდარგი სამხრეთ საფრანგეთში, მონპელიეს მახლობლად მდებარეობს და მისი მოსახლეობა 6000 ადამიანს შეადგენს.

ბრძანება, რომელიც ქალაქის მერმა გამოსცა, იუწყება, რომ აკრძალვის მიზანია, პარასკევ საღამოს ჰელოუინის დღესასწაულზე მოსახლეობას შესაძლო უსიამოვნებები თავიდან აარიდოს. ერთი თვის განმავლობაში, 13 წელს ზემოთ ყველას არა მარტო ჯამბაზის ფორმის ჩაცმა, არამედ ჯამბაზის გრიმის ტარებაც ეკრძალება.

უკანასკნელ დღეებში საფრანგეთის პოლიციამ ათზე მეტი თინეიჯერი დააკავა, რომლებიც საშიში ჯამბაზის ფორმაში გადაცმულები იარაღით ემუქრებოდნენ ადამიანებს. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ჯამბაზებად გადაცმულმა ახალგაზრდებმა ქუჩაში გამვლელებს სცემეს.

კომენტარები