პეტრიაშვილი დოპინგსკანდალში

დოპინგის მოხმარების გამო პეტრიაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა

120 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა. ქართველის სისხლში აკრძალული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დოპინგის მოხმარება პეტრიაშვილს აგვისტოში დაუდგინდა, როდესაც ხორვატიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციიდან, 20 წლის სპორტსმენის დისკვალიფიკაციის შესახებ ცნობა სექტემბერში მოვიდა, შესაბამისად, პეტრიაშვილს მოსახდელი 5 თვე დარჩა.

თავად მოჭიდავე აცხადებს, რომ სიტუაციაში ბოლომდე გარკვეული არ არის და საგანგაშო არაფერია.

"გაუგებრობაა, ყველაფერი დალაგდება. არც გავრკვეულვარ, ექიმებს დაველაპარაკები და ყველაფერი კარგად იქნება. ისეთი არაფერია...", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

კომენტარები