თბილისის საკრებულო

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე ვიდეოგადაღება არ დაიშვება

timer.ge

საკრებულოს გადაწყვეტილებით მერიის მოხელეთა ტესტირებაზე ვიდეოგადაღება არ დაიშვება. 25 ხმით 8-ის წინააღმდეგ საკრებულომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ტესტირების ობოექტურობაში ეჭვი ეპარება. ისინი ატესტაციის მეორე ეტაპზე ვიდეო გადაღების დაშვებას ითხოვდნენ.

საკრებულოს უმცირესობაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ, მერიის თანამშრომლებზე, თანამდებობის დატოვების მიზნით ზეწოლა მიმდინარეობს და ატესტაცია ობიექტური არ იქნება. უმცირესობას კითხვები ტესტების სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მხარს უჭერდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი და სხვა ოპოზიციური პარტიები.

მათი თქმით, კომისიაში, რომელიც ტესტირების პროცესს დააკვირდება, საკრებულოს უმცრესობის წევრებიც უნდა შესულიყვნენ. ვიდეოგადაღების აუცილებლობას ვერ ხედავდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილი თქმით, ატესტაციის პროცესი სამართლიანად ჩატარდება და მას არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს კი მერიის თანამშრომლების ატესტაციის პროცესზე სრულყოფილად დაკვირვების უფლება არ მიეცათ. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის თქმით, ისინი მხოლოდ პირველ ეტაპს დააკვირდებიან. ნინო ხითარიშვილი ეჭვს გამოთქვამს რომ გასაუბრებები გამჭვირვალედ არ ჩატარდება.

ატესტაციის პირველი ეტაპი მერიაში ხვალ ჩარტარდება. ტესტირების პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს ორგანიზებას.

კომენტარები