პრემიერმინისტრი სასამართლოს შესახებ

პრემიერი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლოში არის ნული ჩაურევლობა

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში სასამართლოში ჩაურევლობა ნულია. პრემიერმა იგულისხმა, რომ მისი ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. 

"მეორე მთავარი მონაპოვარი არის სასამართლო, რომელიც კიდევ უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ნული ჩაურევლობა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ ცდილობენ, რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე, მე მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ ეს გავლენა დღითი დღე სუსტდება და კიდევ უფრო შესუსტდება, ვინაიდან მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ დღეს სხვა რეალობაა საქართველოში. დღეს ყველა უნდა ემსახუროს სახელმწიფოს.

ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ სახელმწიფო რეალურად გაძლიერდეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები