კანონი ფარული მოსმენების შესახებ

სასამართლოსთვის მოსმენების გასაღების გადაცემა პრემიერს წარმოუდგენლად მიაჩნია

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

პრემიერმინისტრის განცხადებით ფარული მოსმენების გასაღები უნდა დარჩეს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ საჭიროა დაუწესდეს გარე კონტროლის მექანიზმი. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ან სხვა მექანიზმი.

"სასამართლოსთვის ამის გადაცემა როგორ წარმოდგიდგენიათ? დღეს საქართველოში არის 250 მოსამართლე, როგორ წარმოდიგენიათ, რომ მათ ჰქონდეთ ეს შესძლებლობა. ეს ის გასაღები ხომ არ არის, რომ მიხვალ და გადაატრიალებ. ეს არის 24 საათიანი წვდომა.

მარტივ მაგალითს გეტყვით, იოსებ გიორხელიძის გატაცების თაობაზე შსს-მ მიმართა სასამართლოს პროკურატურის შუამდგომლობით, რომ ესა თუ ის ნომერი ჩაერთოთ და გაეკონტროლებინათ, ვინაიდან ინფორმაცია ჰქონდათ ამ ბავშვის, ამ ადამიანის გატაცების თაობაზე. კონკრეტული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, ამ შემთხვევაში დაკავებულის ტელეფონის ჩართვა სთხოვეს. საქმე ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს. პირველ ჯერზე სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს შუამდგომლობა.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რაღაც რომ მომხდარიყო, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა ამ შემთხვევაში. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით თქვენ და მოსახლეობას, ასევე იმ ადამიანებს, ვინც მარტო თეორიაზე აცხადებს პრეტენზიას, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიაზრონ, იმ ადამიანებს უნდა მოუსმინონ, ვისაც პრაქტიკასთან წვდომა აქვს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიიღონ" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები