საჯარო მოხელეები

მერიის თანამშრომელთა ატესტაციის პირველ ეტაპზე 37 პირი არ გამოცხადდა

ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ატესტაციის პირველ ეტაპზე 37 პირი არ გამოცხადდა, ერთმა კი, დააგვიანა. მისი შეფასებით, "ტესტირება ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს".

ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს და ის ორ მიმართულებას მოიცავს – საქართველოს კანონმდებლობასა და ზოგად უნარებს. თითოეულ აპლიკანტს 60 დავალება აქვს მიცემული. კანონმდებლობის ნაწილი 45 დავალებისგან, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილი 15 დავალებისგან შედგება. ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი შეადგენს 75%-ს, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა ადგილზე მომენტალურად შეეძლება.

კომენტარები