ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ქართული ოცნების ოფისში პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვება. სხდომაზე ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. 

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება, სადაც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ელოდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში არაა შეტანილი, თუმცა, უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მასზეც ისაუბრონ და საბჭოს სხდომას თავად ირაკლი ალასანიაც დაესწროს.

კომენტარები