ბერი გაბრიელის გამზირი

საკრებულომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი დაარქვა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ბოგდან ხმელინცკის ქუჩის ნაწილს (ისნის რაიონი) ბერი გაბრიელის სახელი დაერქვა, ხოლო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი, იპოდრომთან არსებულ ერთ-ერთ უსახელო ქუჩას.

როგორც ნავთლუღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ აღნიშნა, ქუჩისთვის  ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით მას 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

"მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდი, რომ ქუჩას, სადაც ბერი გაბრიელი ცხოვრობდა მის სახელს მივანიჭებდით. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და  საკრებულოს დახმარებით დღეს ისნის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის გამზირი არსებობს, მალე კი აქ ტაძარიც აშენდება“,- განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

კომენტარები