C ჰეპატიტის მკურნალობა

სერგეენკო: C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე ვმუშაობთ

commersant.ge

ხელისუფლება C ჰეპატიტის ახალი მედიკამენტის, სოფუსბუვირის შემოტანას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა საქართველოში და არამარტო. ის რაც შევძელით, რომ დაგვეწყო პროგრამა, რომლითაც 60%-იანი ფასდაკლებით ღებულობდნენ ინტერფერონს, სამწუხაროდ, ისევ მიუწვდომელია ვისაც სჭირდება მათი უმრავლესობისთვის. გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, ახალი პრეპარატი, რომელსაც ბევრად მეტი განკურნების პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს მედიკამენტები და ზოგადად მკურნალობა. უკვე რამოდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან პროცესი არ დამთავრებულა, მაგრამ ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს. ეს მედიკამენტი ალბათ ყველაზე უფრო ძვირი ღირს დღეს მსოფლიოში, მაგალითად, ამერიკაში 84 ათასი დოლარი არის მკურნალობის ერთი კურსის ღირებულება. თუმცა ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ პირობებს, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსახლეობისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.

C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება პეგილირებული ინტერფერონი მოქალაქეთათვის 60%-იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი. C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა ითვალისწინებს 2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან პატიმრობაში მყოფი 1000 პაციენტისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, ასევე სამოქალაქო სექტორში 10 000 ბენფიციარისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შეძენას შეღავათიან ფასად.

კომენტარები