კოსმოსი

Virgin Galactic კატასტროფის მიუხედავად, კოსმოსურ ტურიზმს მაინც განავითარებს

Sandy Huffaker / Getty Images

Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა სერ რიჩარდ ბრანსონმა ABC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხომალდის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ Virgin Galactic-ის SpaceShipTwo შაბათს საცდელი გაფრენის დროს კალიფორნიაში მოჰავეს უდაბნოში ჩამოვარდა. კატასტროფას ერთი პილოტი ემსხვერპლა, ხოლო მეორე პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.  

SpaceShipTwo Virgin Galactic-ის ექსპერიმენტული საფრენი აპარატია, რომელიც რეგულარული კოსმოსური ფრენებისთვის ლიცენზიის მოპოვების ტესტირებას კალიფორნიაში გადიოდა. SpaceShipTwo კომერციული კოსმოსური რეისების შესასრულებლად არის შექმნილი. ერთი რეისის დროს მას ექვსი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

რიჩარდ ბრანსონის თქმით, კომპანია კოსმოსური ტურიზმის პროგრამის განვითარებას ისევ გააგრძელებს. 

საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების შედეგებით უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, Virgin Galactic-ს სანქციები ელის.

Virgin Galactic-ის SpaceShipTwo-ს ფრენებზე ადგილები უკვე 800-ზე მეტ მსურველს ჰქონდა დაჯავშნილი, რეისზე ბილეთის ფასი $250 ათასს შეადგენს. ახალი ხომალდის კომერციული რეისის პირველი მგზავრები თავად რიჩარდ ბრანსონი და მისი ვაჟი იქნებიან.

კომენტარები