თბილისის სააპელაციო სასამართლო

სააპელაციომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საჩივარი დაუშვებლად ცნო

0 კომენტარი
სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალი თანამდებობის პირის საჩივარი დაუშვებლად ცნო. დაკავებულების ადვოკატის ლევან სამუშიას ინფორმაციით, საჩივარში მოთხოვნილი იყო დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა 10-10-ათასლარიანი გირაოთი. 
 
თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები