ირაკლი ალასანიას გადაყენება

ბოკერია: ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ივანიშვილის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნაა - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტაბულას ეთერში გადაცემაში „ფოკუსი“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით მთავარი პრობლემა ოლიგაქრ ივანიშილშია, რომელიც ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ნიშნით სამართალდამცველების გამოყენებით დევნოს საკუთარი ოპონენტები, არ იზრუნოს საერთოდ იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც საქართველოა.

„ამ პოლიტიკით ორი წლისთავზე ივანიშილმა ქვეყანა მიიყვანა სერიოზულ კრიზისამდე. ეს კრიზისი დიდი ხანია მწიფდება. ეს ყველაფერი ჩანდა არა გუშინ და გუშინწინ არამედ უფრო ადრე, როცა ჩვენ ვნახეთ რომ ბიუჯეტში გარღვევაა, სამუშაო ადგილები დაიკარგა, ვალების აღებით ხდება ბალანსის შენარჩუნება, კრიმინალი გაიზარდა, ორგანიზებული დანაშაული გაძლიერდა და არ არსებობს არანაირი პოლიტიკა საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

სამარცხვინოა როდესაც იუსტიციის მინისტრი გადადგომის საკითხს ასე აყენებს - 

ბოკერია ასევე წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის პოლიტიკიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ მას ხელს არც ივანიშვილი და არც ღარიბაშვილი არ უშლიდა.  

„თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ეს ის მინისტრია რომლის მთავარი შემოქმედება ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში თავისუფალი ჩამოსვლის შეზღუდვა იყო, რაც პირდაპირ ჩვენი ეკონომიკის, სამუშაო ადგილებისა და კეთილდღეობის გადადგმული ნაბიჯებია, ასეთ ნაბიჯებში, რომ მას ივანიშვილი და ღარიბაშვილი ხელს არ უშლიდნენ ჩვენ ყველამ ვიცოდით. სამარცხვინოა ის, რომ საკითხი ასე დგას - პერსონალურად მას უშლიდნენ თუ არა ხელს და ის დარჩა „ოლიგაქრის ნავში““- განაცხადა ბოკერიამ.  

კომენტარები