გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესის განხილვისკენ მოუწოდებს

მთავრობის უახლოეს სხდომაზე განვიხილოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ნატოსთან არსებითი პაკეტის, ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება შეუძლებელია, თუმცა, შეიძლება, დაისვას კითხვა რამდენად ეფექტიანად ემსახურება მთავრობა ერის ნებას.

„კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე მივმართავ მთავრობასა და პარლამენტს, მთავრობის უახლოეს სხდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ შედგეს, ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ასევე მიმართა პარლამენტს უახლოესი სხდომის ფარგლებში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოების მისამართით.

კომენტარები