ევროპის სახალხო პარტიის განცხადება

EPP შეშფოთებულია ყველა პრო-დასავლური მინისტრის გადადგომით

ევროპის სახალხო პარტია საქართველოში ყველა პრო-დასავლური მინისტრის გადადგომითა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით შეშფოთებულია.

ევროპის სახალხო პარტია თავის განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავიდან აიცილოს პოლიტიკური დევნა და პატივი სცეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ღირებულებებს.

"საქართველოში ორი წლის მანძილზე მუდმივი დაჭერები, სასამართლო პროცესები და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებები სერიოზული შეშფოთების საბაბს იწვევს. EPP ეს პრაქტიკა მრავალგზის დაგმო. თადაცვის მინისტრის გადაყენება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ლიდერების გადადგომა, მას შემდეგ რაც მათ მთარობა პრო-დასავლური კურსისგან გადახვევაში დაადანაშაულეს, შეშფოთების კიდევ უფრო მეტ მიზეზს იძლევა“ - ნათქვამი განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ყველაფერს ემატება პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, რომლის თქმითაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მთავრობაში არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.

"შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც სამი მინისტრის გადაყენება.გადადგომას შეიძლება მოყვეს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კრიტიკულ მომენტში, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები