CNN-ის ინტერვიუ პრემიერმინისტრთან

პრემიერი: რუსეთსაც აქვს მშვიდობისა და სტაბილური სიტუაციის ინტერესი სამეზობლოში

CNN

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-ს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტი ევროკავშირთან, აშშ-სა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობაზე, ოპონენტების დაკავებასა და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე ესაუბრა.

ი.ღ: ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ვუწოდებთ დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. რატომ - იმიტომ, რომ გვაქვს იგივე კულტურა და ყველაზე მნიშვნელოვანი - იგივე ფასეულობები. გვსურს, ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. ნამდვილად მსურს, ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციო.

CNN: ვიხსენებ 2008 წლის იანვრის რეფერენდუმს, მაშინ მოსახლეობის სამ-მეოთხედზე მეტს NATO-ს წევრობა სურდა, ამის მომხრე ახლაც 80% რჩება, მაგრამ ეს ხომ არ იწვევს მოსკოვის პროვოცირებას? ხომ არ ძაბავს ეს თქვენ შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად?

ი.ღ: საქართველოს მისწრაფებები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, რუსეთის ჩათვლით. ვფიქრობ, რომ რუსეთსაც აქვს მშვიდობის, მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაციის ინტერესი სამეზობლოში.

CNN: როდესაც მე ვიყურები გარედან შიგნით, ჩანს დიდი დაძაბულობა და პოლიტიკური ანგარიშსწორება წინა ხელისუფლების მიმართ. ყოფილი პრემიერმინისტრი დაპატიმრებულია, ექსპრეზიდენტის მიმართ არსებობს ბრალდებები... უკეთესი ხომ არ იქნებოდა, დაგეხურათ ეს თავი?

ი.ღ: ჩვენ მოტივირებული ვართ, ავაშენოთ რეალური ევროპული დემოკრატია აქ. ჭეშმარიტი დემოკრატია. ეს ყველას ემსახურება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. მაშასადამე, ნამდვილად რთული გასაგებია, რადგან ასობით და ათასობით მძიმე დანაშაული იყო ჩადენილი ამ 9-10-წლიან პერიოდში და ეს საქმეები უნდა გამოიძიონ. მაგრამ ეს არის პროკურატურის სამუშაო. ეს არის სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო - მოდი, მათ მივანდოთ გადაწყვეტილება.

CNN: თქვენ უძღვებით მთავრობას უკვე ერთი წელია. ვხედავ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი ძალიან ნელა იკრებს ძალას არჩევნების შემდეგ. რატომ ხდება ასე?

ი.ღ: ყოფილი პრეზიდენტი წავიდა და ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, და ამ წელს დავასრულეთ ციკლი თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით და შემდეგ დაიწყო ახალი ფაზა ინვესტიციების.

CNN: თქვენ ხართ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საკვანძო სატრანზიტო პუნქტი, ასევე აშენდება სამხრეთის დერეფნის გაზსადენი, რომელიც შეიძლება, გაიხსნას უკვე 2019 წელს. ხომ არ წარმოადგენს ეს თქვენთვის უნიკალურ აქტივს, რომლის წყალობითაც გექნებათ პოლიტიკური მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან, სწორედ იმ როლის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელსაც საქართველო თამაშობს?

ი.ღ: დიახ, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაუკავშირებს კასპიის ზღვას და მის რესურსებს ევროპის ბაზარს, ევროპულ ქვეყნებს. ამდენად, საქართველო რჩება სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო ქვეყნად. 

კომენტარები