კრიზისი უკრაინაში

ევროკავშირი არ აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებულ ფსევდოარჩევნებს

ევროკავშირი არ ცნობს აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების მიერ ჩატარებულ ფსევდოარჩევნებს - ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობასა და მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

დეკლარაციაში კვლავ ხაგასმულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის მხარის პასუხისმგებლობა. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რეგიონში უკანონოდ მყოფი ჯარები, ჯავშანტექნიკა და იარაღი გაიტანოს  და დაუშვას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების კონტროლი ეუთოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ე.წ. არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდა, რისი შედეგებიც უკვე აღიარა მოსკოვმა. არჩევნების შედეგებს არაკანონიერად მიიჩნევენ კიევსა და დასავლეთში.

კომენტარები