კრიზისი კოალიციაში

კარასინი: ყურადღებით ვაკვირდებით სიახლეებს, რომელიც თბილისიდან მოგვდის

გრიგორი კარასინი

მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან ცვლილებებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში, აანალიზებენ სიტუაციას და გამოაქვთ სათანადო დასკვნები - ამის შესახებ სააგენტო итар тасс-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

"ის გადადგომები, რაც ახლა საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარეობს, პირველ რიგში გარეგნულად ცვლის თავად ხელისუფლებას, ხოლო შემდეგ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ხელმძღვანელობის კურსზე. ჩვენ ამ ყოველივეს ვაკვირდებით და ვაანალიზებთ - ვაანალიზებთ სიახლეებს, რომელიც ყოველდღე მოგვდის თბილისიდან და გამოგვაქვს სათანადო დასკვნები", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

კომენტარები