მერებაშვილი საქართველოს ნაკრებზე

მერებაშვილი: ნაკრებში შანსი არასდროს მომცემია

0 კომენტარი
ფოტო: novasports.gr

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს, ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში შინ, პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ სიაში ვერ მოხვდა ბერძნული ოფის ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი.

საგულისხმობა, რომ გუნდში პრაქტიკის არმქონე რამდენიმე ფეხბურთელია, ზოგი კი საერთოდ უგუნდოდაა. რაც შეეხება მერებაშვილს, მან ოფი-ში პირველივე მატჩში გაიტანა, მისი გოლი კი მე-7 ტურში საუკეთესოდ აღიარეს და ჯილდოც გადასცეს. აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა შემდგომ მატჩში, ასტერას წინააღმდეგაც გაიტანა.

ამ ფონზე, ფეხბურთელმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა, სადაც ნაკრებში გამოუძახებლობას გამოეხმაურა. მერებაშვილის თქმით, ნაკრებში შანსი რეალურად არასდროს მისცემია.

"ერთ რამეს ვიტყვი და ზედმეტი კითხვებისგან ძალიან გთხოვთ, რომ აღარ შემაწუხოთ. ნებისმიერ ადამიანს, სადაც უნდა იქ დავუჯდები და დაველაპარაკები - ნაკრებში შანსი არასდროს მომცემია და ამას ყველგან ვიტყვი და ყველგან დავწერ. ამოვიდა ყელში უკვე რა, თქვენ თუ შანსს ბოლო 15-25 წუთს ეძახით და ისიც იმ ადგილას თამაშს, სადაც ყველაზე ცუდად გამომდის თამაში, მაშინ ე.ი მართლა ვერ გამომიყენებია შანსი", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები