თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პრემიერმა და მთავარმა პროკურორმა კანცელარიის შენობა უკომენტაროდ დატოვეს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

მთავარმა პროკურორმა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრთან კონსულტაციები გამართა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა მიზანს ისახავდა შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი ბადაშვილმა კანცელარიის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. მათი თქმით, შეხვედრის შესახებ დილიდან გააკეთებენ კომენტარს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშროლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ პრემიიერისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით , "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით". რამდენი დღის წინ კი პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები