სათამაშოების ამბავი 4

PIXAR: "სათამაშოების ამბავი 4" 2017 წელს გამოვა

wac.450f.edgecastcdn.net/

„სათამაშოების ამბავი 4“ გამოვა - ამის შესახებ ჯონ ლასეტერმა განაცხადა.

ვუდის, ბაზის და მათი მეგობრების ისტორია კინოთეატრებში 2017 წლის ივნისში გამოვა და მისი რეჟისორი ჯონ ლასეტერი იქნება.

ორი ოსკარის მფლობელი „სათამაშოების ამბავი 3“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმებში მეორე ადგილზეა და მისი გამოსვლის შემდეგ PIXAR-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაგრძელებას არასოდეს გადაიღებდნენ. თუმცა მულტფილმების „მონსტრების კორპორაცია“, „ვოლი“, „ნემოს ძიებაში“ და „მაღლა“ შემქმნელების განცხადებით, ლასეტერი, ანდრიუ სტენტონი, პიტ დოქტერი და ლი ანკრიჩი ახალ, ძალიან კარგ სცენარს წერენ და მათთვის ენდის სათამაშოები უკვე ოჯახის წევრებივით არიან, რომელთან განშორებაც უჭირთ.

„სათამაშოების ამბავი“ PIXAR-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და ასევე პირველი სრულმეტრაჟიანი მთლიანად კომპიუტერულად შექმნილი მულტფილმი იყო.

კომენტარები