საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა.

"საოცრებაა. ვუსმენ ახალ ამბებს. და უცებ რუსთავი ორი მეუბნება, ახლა შენ სამინისტროში კი არა, ბიზნესცენტრში ხარ სოლოლაკშიო... და აქ დავრჩებით, ეგებ რომ გამოხვალ, კომენტარი გააკეთოო. კი, კი, დარჩით ადგილზე, ოღონდ როგორ გავაკეთო კომენტარი იქ, როცა ვარ აქ"? - წერს წულუკიანი facebook-ის პირად გვერდზე.

წულუკიანი ასევე აღნიშნავს, რომ ის მთელი დღის განმავლობაში სამინისტროში, სხვადასხვა შეხვედრას მართავდა.

"ეჰ, გავაგრძელოთ ჯობს მუშაობა, ყველაფერი გასაგებია. რეალობა კი ისაა, რომ სხვადასხვა შეხვედრა მქონდა დღეს ამ წუთამდე ოფისში, ჩემს მოადგილესთან, შემდეგ თანაშემწესთან და სულ ახლახან გავაცილე ბატონი გედი ფოფხაძე. სწორი ინფორმაციის მიღების უფლება აქვს საზოგადოებას და ეს მედიის თავისუფლების ნაწილია. ამას კი ჰქვია მედიის თავისუფლება ვალდებულებების გარეშე", - წერს წულუკიანი.

კომენტარები