კრიზისი კოალიციაში

ჯაფარიძე: არ მგონია, სერიოზული ოპოზიციის შექმნაზე იყოს საუბარი

ZURAB JAPARIDZE/FACEBOOK.COM

„იმ განცხადებებიდან, რასაც ორი დღეა ვუსმენთ ალასანიას გუნდის წარმომადგენლებისგან იმ დასკვნის გამოტანა, რომ ისინი მაინცდამაინც მკაცრად უპირისპირდებიან ხელისუფლებას, გამიჭირდებოდა", - განაცხადა ნსაპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

ჯაფარიძის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ამ შემთხვევაში სერიოზული ოპოზიციის შექმნაზე იყოს საუბარი და არ ესმის, რა საკითხზე შეიძლება გააკრიტიკოს ხელისუფლება ალასანიას გუნდმა, როდესაც ორი წლის განმავლობაში იზიარებდა იმ პოლიტიკას და ნაბიჯებს , რაც, ჯაფარიძის აზრით, ქვეყნისთვის დამღუპველია".

პირველ რიგში ეს ეხება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაჩიც თავისუფალ დემოკრატებს გამოცდილება აქვთ. „კერძოდ, ისინი იზიარებდნენ ქართული ოცნების მთავარ პოსტულატს, რომ საქართველო უნდა გაქრეს დასვლეთსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების ჩამონათვალიდან, რამაც ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ზიანი მიაყენა", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები