ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტები

მილტონ ჰეიგი: ტონგასთან შეხვედრაში ჩემთვის ფავორიტი საქართველოა

მილტონ ჰეიგი
rugby.ge

8 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგას დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მილტონ ჰეიგმა მედიის წარმომადგენლების კითხვას - რას ფიქრობს ინტერნეტ სივრცეში ტონგას ფავორიტად შერაცხვის შესახებ, ოპტიმისტურად უპასუხა.

“უცხოური პორტალები თუ გამომცემლები, რომლებიც კარგად არ იცნობენ ქართულ რაგბს, ეყრდნობიან მსოფლიო რეიტინგს, რომელშიც ტონგა მე-13, ხოლო საქართველო მე-15 ადგილებს იკავებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და რომ ის თუ საკუთარ კედლებში თამაში ნაკრებს როგორ შეუძლია. ეს მათ შარშან ნოემბერში დაამტკიცეს, მაგრამ ეს შარშან იყო და ახლა მთელი გუნდი მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. პირადად ჩემთვის  ფავორიტი საქართველოა," - განაცხადა საქართველოს ნარების დამრიგებელმა.

გთავაზობთ, ტონგასთან შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:

შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე.

ხაზი

11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი.

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. სანდრო თოდუა.

კომენტარები