ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ცუდი არ არის, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

ივანიშვილის აზრით, ცუდი არ არის, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება. კოალიციაში მიმდინარე პროცესებს კი ყოფილი პრემიერი კრიზისს ვერ უწოდებს და ფიქრობს, რომ კოალიციიდან პარტიების გასვლა ნორმალური მოვლენაა და ეს ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება.

"კრიზისის მსგავსი რამ შეიძლება იყო რაღაც მომენტში, მაგრამ პრაქტიკულად უკვე დალაგებულია ყველაფერი. არაფერი კითხვები აღარ რჩება. კოალიციაშიც იყო კრიზისი რა თქმა უნდა. 
ნორმალური მოვლენაა. ეს ხდება ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, ისევე როგორც კოალიციიდან გამოდიან პარტიები და ისევ შედიან. ის რაც მოხდა ახლო მომავლისთვის კარგი არ არის, იმის შემდეგ რაც ყველაფერი დალაგდება და კითხვებს პასუხი გაეცემა სტრატეგიულად ქვეყანას არ დააზარალებს და შეიძლება სასიკეთოც აღმოჩნდეს. კონსტრუქციული ოპოზიცია რომ გაჩნდება პარლამენტში ამაში ცუდი არაფერია." - განაცხადა ივანიშვილმა მოამბეში.

კომენტარები