ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: პრეზიდენტის ადვოკატები ყველა მის ქცევას აპრავებენ

Reuters

პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, იმიტომ რომ უნდოდა ვეტოს დადება - აცხადებს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში იცოდა, რატომ აპირებდა პარლამენტი მისი მიღების გადადებას და მას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრი გამოეთქვა ვეტოს გარეშე. მისი თქმით, დეპუტატებს რომლებიც გადადებას ითხოვნდნენ, კარგი არგუმენტები ჰქონდათ.

"პრეზიდენტმა ეს ვეტო დაადო იმიტომ, რომ ვეტოს დადების სურვილი გააჩნდა. ეს იკვეთება, რომ მას უნდა აჩვენოს რომ ვეტოს დადება შეუძლია. ისევე როგორც, თუ გნებავთ მისი ბოლო ვიზიტი. პარალელი რომ გავავლოთ, პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლობასა და მის ბოლო ვიზიტთან ავსტრიაში. როგორც მე წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების გაეროს მეორე კონფერენციაზე. საბედნიეროდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ ვიზიტებზე მისი რამდენი სკანდალი იყო. და როგორც ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა. როგორც ვიზიტი ჰქონდა ვიზიტისთვის, ისე ვეტო დაადო ვეტოსთვის.

მე მინდა შევახსენო პრეზიდენტსაც და მის ადვოკატებსაც, რომლებიც ყველა მის ქცევას, რაზეც მე აქცენტები გავაკეთე, მასზე თავდასხმად ასახელებენ და აპრავებენ. არც ერთ მის მოქმედებაზე რაც მე დავასახელე არც მას და არც მის ადვოკატებს ახსნა არ მიუციათ. აბა გაიხსენეთ. გავაკეთე აქცენტი პრეზიდენტის სასახლეში და ჩემზე ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებს და როგორ გაბედა ამის თქმაო, მისი ადვოკატები ამბობენ. ამ დროს კითხვაზე ახსნა განმარტება არა გააკეთა, რომ წელიწადში მინიმუმ 2-3 მილიონი ზედმეტი იხარჯება. არავინაც არ გააკეთა. მეორე, პროკურატურის თხოვნის მიუხედავად სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში, სააკაშვილს უკანონოდ დადებული გრიფით საიდუმლო არ მოუხსნა მის ხარჯებზე. სანამ საჯარო არ გახადა ეს პროკურატურამ და ა.შ ეს ყველაფერი გაგებით თუ გაუგებრად, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში ჯდება მთლიანად. სასახლეში შესვლა, რომ ყოფილ პრემიერს გრიფს არ უხსნის, რომ ასეთ კონკურენციაშია მთავრობასთან. არ მოხდეს ის, რომ როგორც გამონათქვამია - ვის წინააღმდეგ მეგობრობთო.

მე არ მაქვს დიდი ეჭვები, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და ნაციონალური მოძრაობის ქმედება და ინტერესები ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის. პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებს თავად პრეზიდენტის ქმედება" - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები